მაღალი კლასის აპარტამენტები
Ge - en - ru
ზარის შეკვეთა
აღწერა

ბელვიუ რეზიდენს ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაღალი კლასის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში, ექსკლუზიური წვდომით  5* ვარსკვლავიანი სასტუმრო ჰილტონის ინფრასტრუქტურასთან. კომპლექსი აშენდა საერთაშორისო და ჰილტონის სტანდარტების სრული დაცვით ბრიტანელი, შვედი და გერმანელი სპეციალისტების მონაწილეობით. პროექტი, თავისი განსაკუთრებული დიზაინითა და არქიტექტურით, ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაა ქცეული. მის უნიკალურობას ისიც უსვამს ხაზსს, რომ პროექტი ექსკლუზიურად შეიქმნა და მის ანალოგს ვერსად შეხვდებით. საცხოვრებელი კომპლექსი 20 სართულს მოიცავს, რაც მას კიდევ უფრო კომფორტულსა და მყუდროს ქმნის. ამასთანავე, პროექტი უკვე დასრულებულია და ექსპლუატაციაში შესული, რაც საშუალებას გაძლევთ შეძენისთანავე ისიამოვნოთ თქვენი ახალი საცხოვრებელით.

პროექტი

ბელვიუ რეზიდენს ბათუმის საცხოვრებელი კომპლექსის, ისევე როგორც  5 * სასტუმრო Hilton- ის პროექტი დამზადდა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ქალაქ ლონდონში კომპანია  rtkl-ის მიერ  www.callisonrtkl.com/. პროექტი დეტალებში დამუშავებული (D  სტადიაში) ჩამოვიდა საქართველოში. მშენებლობის პროცესი პროექტის ავტორების ზედამხედველობით მიმდინარეობდა, ხარისხის კონტროლი კი განახორციელა ბრიტანულმა კომპანიამ „MACE International“  www.macegroup.com/.

უპირატესობები
ექსკლუზიური წვდომა 5 * ინფრასტრუქტურასთან

ბელვიუს მაცხოვრებლებს  გადაეცემათ ე.წ. Resident Card, რომელიც საშუალებას გაძლევთ სპეციალურად თქვენთვის დადგენილი პირობებით ისარგებლოთ  5* სასტუმრო ჰილტონის ინფრასტრუქტურითა და სერვისებით, რაშიც შედის: სპა-კომპლექსი ეიფორეა, რესტორნები: პელიონი, ნეფელე სკაი ბარი, ასკანელი და ლობი ბარი თანდილა, ლაუნჯ ბარი მესტო პოდ სონცემ, კომპლექსის ირგვლივ არსებული მაღალი კლასის მაღაზიები.

მშენებლობის უმაღლესი სტანდარტი

საცოვრებელი კომპლექსი აშენებული იქნა საერთაშორისო (ბრიტანული) და ჰილტონის სტანდარტების სრული დაცვით. შენობაში  სრულადაა დაცული საერთაშორისო და ჰილტონის სტანდარტებით გათვალისწინებული სახანძრო  უსაფრთხოების ნორმები. ამასთანავე, შენობის პერიმეტრზე უსაფრთხოების დაცვა ხორციელდება 24 საათის განმავლობაში ვიდეო კონტროლით. 

კონსიერჟის მომსახურება

ისევე როგორც 5* სასტუმრო Hilton-ს, ბელვიუს  მობინადრეებსაც 24 საათის განმავლობაში ემსახურებათ კონსიერჟი, რომელიც მაცხოვრებლებს სხვადახვა სერვისს სთავაზობს, მათ შორის: ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება,  ჯავშნების გაკეთება, გადასახადების გადახდა და ა.შ.

ადგილმდებარეობა

ბელვიუ რეზიდენს ბათუმის ერთ-ერთი უპირატესობა ადგილმდებარეობაა. შენობა ქალაქის შუაგულში, ზღვის პირველ ზოლზეა განთავსებული. საცხოვრებლის ყველა ბინიდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება ზღვაზე, ტბაზე, პარკზე და მთაზე.

ტექნიკური მახასიათებლები
ფასადი

ფასადი მოპირკეთებულია Marestone-ის ხელოვნური ფილებით. გამოყენებული თბოიზოლაცია და ხანძარსაწინააღმდეგო მემბრანა, იცავს ფასადს ადვილად აალებისაგან. ამასთანავე, ფასადი  სრულად ვენტილერებადია. ფასადზე დატოვებულია სპეციალური საჰაერო სივრცეეები,  რომელიც ახდენს ჰაერის განიავებას და იცავს მას ნესტის დაგროვებისგან

საძირკველი

საძირკვლის  მოწყობა 2 წლის განამვლობაში  მიმდინარეობდა გერმანელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ კომპანია ბაუერიდან, ხოლო ხარისხის კონტროლს ახორციელებდა შვედური კომპანია Formulatti.  380 ხიმიჯი, რომელიც საძირკველის პერიმეტრზეა მოწყობილი და რომელთაგან ყველაზე გრძელი 42 მეტრზეა ჩაშვებული, მყარ ფუნდამენტს უზრუნველყოფს. შენობა გათვლილია 7 ბალიან მიწისძვრაზე.  საძირკველზე ჯამში დაიხარჯა დაახლეობით 14 მილიონი ევრო.

MEP ინჟინერია

MEP-სისტემა, სახანძრო უსაფრთხოება, გიდრანტები, სპრინკელერები, გათბობა, გაგრილება დააპროექტა ბრიტანულმა კომპანიამ Thornton Reynolds -მა http://www.thorntonreynolds.com/ , ევროპული და ჰილტონის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

სტრუქტურული ინჟინერია

კონსტრუქციური პროექტი მოამზადა ბრიტანულმა კომპანიამ- Engenuiti http://engenuiti.com/. პროექტი D სტადიაზე ჩამოვიდა საქართველოში და ადგილობრივ კონსტრუქტორებს მთელი პროცესის მანძილზე პროექტის ავტორები უწევდნენ ზედამხედველობას.

კარ-ფანჯარა

შენობაში დამონტაჟებულია გერმანული  ფირმის “Schuco”-ს  კარ–ფანჯრები  ორმაგი გამოწრთობილი შუშით და მზის სხივებისა და დაჩრდილვის დაახლოებით 25–30%–იანი მახასიათებლით. ყველა ბინაში ვიტრაჟი იატაკიდან ჭერამდეა, რაც  პანორამული ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა.  Schuco ერთ-ერთი წამყვანი მაღალხარისხიანი კარ-ფანჯრების მწარმოებელია მსოფლიო მასშტაბით.

https://www.schueco.com/

ლიფტი

საცხოვრებელი კომპლექსი აღჭურვილია ფინური ფირმის KONE-ის ორი სამგზავრო და 1 სახანძრო ლიფტით. KONE მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ლიფტების წარმოების სფეროში და უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარანტიაა.

http://www.kone.com/en/

გათბობა-გაგრილების სისტემა

ბელვიუს კორპუსში დამონტაჟებულია Mitsubishi-ის ფირმის ცენტრალური VRV კონდიცირება, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა. სისტემა დამოუკიდებლად იმართება, რაც ბინის სხვადასხვა ზონაში ტემპერატურის კონტროლისა და მარტივად რეგულირების შესაძლებლობას იძლევა.

უსაფრთხოება

ბელვიუ რეზიდენს ბათუმში სრულადაა დაცული საერთაშორისო და ჰილტონის სტანდარტებით გათვალისწინებული სახანძრო  უსაფრთხოების ნორმები. სახანძრო სისტემა პირდაპირ დაკავშირებულია 5 * სასტუმრო ჰილტონთან და მისი შემოწმება ყოველკვირეულად ხდება.

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა

ყველა სართულზე დამონტაჟებულია კვამლის დეტექტორები, სახანძრო ჰიდრანტი და ცეცხლმაქრი. 

ამასთანავე,  ყველა ბინის კარი ცეცხლგამძლეა დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში. ასევე, ხანძრის შემთხვევაში ხდება შენობის სხვადასხვა უბნის ერთმანეთისაგან ცეცხლგამძლე კარებებით იზოლირება ავტომატურ რეჟიმში, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას.

სახანძრო ლიფტი

შენობაში დამონტაჟებულია ფინური ფირმის KONE-ის სახანძრო ლიფტი. KONE მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ლიფტების წარმოების სფეროში და უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარანტიაა.  www.kone.com/en/

სახანძრო კიბის უჯრედი

შენობაში ასევე განთავსებულია ორი სახანძრო კიბის უჯრედი. სახანძრო განგაშის დროს საევაკუაციო კიბის უჯრედი იწნეხება ჟანგბადით, რისი წყალობითაც დერეფნიდან კიბის უჯრედში კვამლი არ გადადის.

ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალა

ბინებს შორის ტიხრებში გამოყენებულია ქვა-ბამბა, რომელიც ხელს უშლის ცეცხლის ადვილად გავრცელებას. ფასადზე გამოყენებულია თბოიზოლაცია და ხანძარსაწინააღმდეგო მემბრანა, რაც იცავს მას ადვილად აალებისაგან.

info@bellevuebatumi.com
+995 591 85 55 55
საქართველო, ბათუმი, შ. რუსთაველის ქ. №40
created by ShinDi